პრესრელიზი
11 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
"საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - OPENDATA.ge" შედეგებს წარმოადგენს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 11 აპრილი, 2012 - 12 აპრილს, ხუთაშაბათს 12 საათზე სასტუმრო „ბეტსიში" (მაყაშვილის ქ. № 32) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის - www.opendata.ge"-ს შედეგებს წარმოადგენს.
პრეზენტაციაზე დასახელდებიან ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები. სპეციალური პრიზს მიიღებს ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებაც.
ამავე ღონისძიებაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წარმოადგენს ახალ პუბლიკაციას „ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი".
გზამკვლევი ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, წიგნი წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. პუბლიკაციაში განმარტებულია საჯარო ინფორმაციის არსი და მოქალაქეების უფლებები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით.
გზამკვლევის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს სათანადო თეორიული ცოდნა და დაეხმაროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მართებულ გაგებაში და გამოყენებაში.
###
www.OPENDATA.ge 2010 წლის 16 დეკემბერს გაიხსნა. ეს არის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების ბიუჯეტების და სარეზერვო ფონდების, საჯარო მოხელეთა სახელფასო ფონდების, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ. ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა ეყრდნობა თავად სამინისტროების და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ოფიციალურად მოწოდებულ ინფორმაციას.